
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხოურ ენებს საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.
ახლოვდება გაზაფხულის დღესასწაულები, შესაბამისად პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ თემატურ აქტივობას სთავაზობენ.
ახლახან, მე-8 კლასელებმა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მისალოცი ბარათები დაამზადეს. აქტივობაში ბავშვები რუსული ენის მასწავლებელმა ჩართო.
მოსწავლეები დავალებას შემოქმედებითად მიუდგნენ, მრავალფეროვანი ბარათები შექმნეს და ყველაზე საყვარელი ადამიანების მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურეს. ამასთან, ბავშვებმა ენის ცოდნა და სიტყვათა მარაგი წარმატებით წარმოაჩინეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის საინტერესოსთან ერთად, მეტად სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: