თბილისის N219 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
27-02-2025

თბილისის N219 საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა - მაია ავალიშვილმა, მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად, განახორციელა პროექტი - „საქართველოს ოკუპაცია“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება, საქართველოსთვის ამ ისტორიული მოვლენის შეფასება,  იმ დროის გმირების და ცნობილი პიროვნებების წარმოჩენა, აგრეთვე, საკუთარი წარმოსახვით, იმ დროის მიმდინარე პროცესების ნახატზე ასახვა.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა, პროექტის ფინალურ ნაწილში, სკოლის ბიბლიოთეკაში წარმოადგინეს პრეზენტაციები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, მარო მაყაშვილისა და შალვა ერისთავის გმირობის და ქართველი იუნკრების თავდადების ისტორიებზე. აგრეთვე,ისაუბრეს გიორგი მაზნიაშვილის სამხედრო ნიჭის შესახებ.

მოსწავლეებმა წაკითხეს კოლაუ ნადირაძის ლექსი - „25 თებერვალი“, რომელიც ნათლად გამოხატავს იმდროინდელ საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

პრეზენტაციის ბოლოს, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მათ მიერ შექმნილი ნახატები და პოსტერი. ისტორიის მასწავლებელმა - მაია ავალიშვილმა აღნიშნა, რომ ეს დღე საქართველოს ისტორიის ტრაგიკული ფურცელია და აუცილებელია მომავალმა თაობამ კარგად იცოდეს და გაიაზროს რა მოჰყვა შედეგად საქართველოს ოკუპაციას. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

„პროექტის წარდგინებამ დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში. მადლობა მაია ავალიშვილს და მე-9 კლასის მოსწავლეებს გაწეული შრომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მასწავლებლის შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203