
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
მათ შორის აღსანიშნავია პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ისტორიის საინტერესო გაკვეთილი.
გაკვეთილზე ისტორიის მასწავლებელმა - სპარტაკ სტეფანოვმა ბავშვებს გააცნო ძველი საბრძოლო იარაღები.
მოსწავლეებმა ჯაჭვის პერანგი თავად მოირგეს და საბრძოლო იარაღებიც ახლოდან დაათვალიერეს. გაკვეთილი მათთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღნოჩნდა. საგაკვეთილო თემა კი დიდი შემართებით შეისწავლეს.
იხილეთ ფოტოები: