დილისკის N1 სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ იამზე მსხვილიძის საავტორო, საერთაშორისო პროექტში არიან ჩართულნი
27-02-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმა eTwinning-ის ფარგლებში აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო პროექტებში. 

პედაგოგი იამზე მსხვილიძე მათ მეტად საინტერესო პროექტებს სთავაზობს. 

პედაგოგი ნოემბრიდან აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პროექტს - Details are perfect cuts and silhouettes of the past, "get to know and introduce us to your country.   

პროექტის დამფუძნებელი თავად იამზე მსხვილიძეა, დილისკის N1 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი. პროექტის თანადამფუძნებელი კი გახლავთ უმაი ქოზანი, თურქეთიდან.

პროექტში ჩართულნი არიან საქართველოდან ახალციხის N5, მაჭატიის, ვარევნის, აშკალისბაიდარის საჯარო სკოლების მოსწავლე-მასწავლებლები, ევროპიდან კი - იტალიის, თურქეთის, საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის სკოლები.

პროექტი მიმდინარეა. როგორც პედაგოგი გვეუბნება, განხორციელდა უამრავი საინტერესო აქტივობა და ონლაინ შეხვედრა.

„მართალია პროექტში აქტივობებს ინგლისურად ვტვირთავთ, მაგრამ ყველა აქტივობა და კომუნიკაცია  სკოლაში ქართულ ენაზე მიმდინარეობს“,- დასძენს მასწავლებელი.

პროექტის აქტუალობა კი მდგომარეობს შემდგომში: განსხვავებული კულტურის გაგება და დაფასება, ახალი ცოდნისა და ღირებულებების გაცვლა, ურთიერთპატივისცემა, ტოლერანტობა, ერთმანეთის გაგება და მშვიდობიანი თანაცხოვრება სხვადასხვა ეთნოსის, მრწამსის ადამიანებს შორის, რომლებიც თანაცხოვრობენ ერთ სივრცეში, რაც აუცილებელია ჰარმონიული და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

როგორც პედაგოგი აღნიშნავს პროექტი - Details are perfect cuts and silhouettes of the past, get to know and introduce us to your country ხელს შეუწყობს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების დამეგობრებას, ერთმანეთის ტრადიციების, კულტურის, კულინარიის, ლიტერატურისა და ხელოვნების გაცნობას. აღნიშნავს პედაგოგი. 

პროექტის მიზანია:  

  • სხვადასხვა კულტურის შესწავლა, მათი უნიკალური მახასიათებლების, წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების გაგება, ენისა და საგნის სწავლების ჭრილში;
  • ინტერკულტურული ცნობიერების ამაღლება;
  • მულტიეთნიკური კავშირების  გაღრმავება;
  • პიროვნებათაშორისი, კულტურათაშორისი დიალოგი;
  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარის განვითარება;
  • სოციოკულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენას;
  • საგანთა შორის ინტეგრაციის ხელშეწყობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...