„მეგობრობა ყველა კარს ხსნის“ - დილისკის N1 სკოლის ქართული ენის მასწავლებელის - იამზე მსხვილიძის ავტორობით, საერთაშორისო პროექტი ხორციელდება
26-02-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობენ. 

eTwinning პროექტის - „მეგობრობა ყველა კარს ხსნის“ დამფუძნებელი გახდავთ დილისკის N1 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი იამზე მსხვილიძე, თანადამფუძნებელი კი ვალენტინა თედოროვა ჩრდილოეთ მაკედონიიდან. 

2 დეკემბერს, გაიმართა საერთაშორისო ონლაინ შეხვედრა მასწავლებლებისთვის, „ზუმის“ პლატფორმაზე, შეხვედრის მიზანი იყო პროექტის გეგმის, ამოცანებისა და აქტივობების გაცნობა.

პრეზენტაცია წარადგინა პროექტის დამფუძნებელმა - იამზე მსხვილიძემ.

17 თებერვალს კი ჩატარდა საერთაშორისო ონლაინ შეხვედრა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის Zoom-ის პლატფორმაზე.

შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა გაცნობა, კულტურული დიალოგის წახალისება და ახალი მეგობრული კავშირების შექმნა.

პროექტის დამფუძნებელმა, იამზე მსხვილიძემ, მონაწილეებს გააცნო შეხვედრის მიზანი და აქტივობები:

  • მოსწავლეთა პრეზენტაციები თემაზე - „გაგვაცანი შენი ქვეყანა, ქალაქი/სოფელი და სკოლა“;
  • გუნდური, შემოქმედებითი აქტივობა: „პრინცესა ლილეს გადასარჩენად“;
  • ინტერაქტიული თამაში Kahoot!

პროექტის - „მეგობრობა ყველა კარს აღებს“ ზოგადი მიზნებია:

  • ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
  • წაახალისოს მოსწავლეებში კულტურათაშორისი დიალოგი და ურთიერთგაგება;
  • გააფართოვოს მოსწავლეთა ჰორიზონტი და გააცნოს მათ სხვადასხვა ქვეყნების კულტურა, ტრადიციები და ღირებულებები;
  • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
  • ხელი შეუწყოს მოსწავლეების მოტივაციასა და ინტერესს უცხო ენების შესწავლის მიმართ.

როგორც პროექტის ხელმძღვანელი გვეუბნება, პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას, მიზანი კი რაბათის ისტორიულ ციხე-კოშკში ჩამწყვდეული ლილეს გათავისუფლებაა.

პროექტის აქტივობების ჩამონათვალი ბევრია, მათ შორის აღსანიშნავია:

  • მორზეს კოდის გამოწვევა;
  • ენების შესწავლა;
  • გამოცანების ამოხსნა, ფაზლების აწყობა;
  • სიმბოლოების გაშიფრვა და მონაწილე ქვეყნებთან დაკავშირება;
  • კულტურული გაცვლა;
  • კრეატიული წერა;
  • სპექტაკლის/სცენის მომზადება;
  • დისკუსიები ისტორიებზე, პოდკასტების მომზადება;
  • პოდკასტის შექმნა, პროექტის გავრცელება, შეფასება და ერთობლივი პროდუქტის პრეზენტაცია;
  • ყველა პარტნიორი ქვეყნის ამბის გაერთიანება და ელექტრონული წიგნის შექმნა.

პროექტის მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი, ხორვატია, რუმინეთი, უკრაინა, პოლონეთი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203