თბილისის N115 საჯარო სკოლაში მეცხრე კლასის მოსწავლეებს სამხედრო საქმის მასწავლებელი საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებით ესაუბრა
26-02-2025

თბილისის N115 საჯარო სკოლაში  მუდმივად აღნიშნავენ საქართველოს ისტორიაში არსებულ მნიშვნელოვან მოვლენებს და კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით მოსწავლეებს დამატებით ინფორმაციას აწვდიან პედაგოგები. 

25 თებერვლს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით  მეცხრე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარა სამხედრო საქმის მასწავლებელმა.

1921 წლის 15 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის ნაწილები შეიჭრა, დაიწყო საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომი. 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ჩამოყალიბების ინიციატორი იყო ფილიპე მახარაძე, რომელმაც წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ დაიკავა საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) თავმჯდომარის, სახალხო კომისართა საბჭოსა და შემდეგ ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203