ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღეს პრეზენტაცია მიუძღვნეს
26-02-2025

იხილეთ ფოტოები:ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები სრულფასოვნად არიან ჩართულები გაკვეთილების მიმდინარეობაში, იღებენ საფუძვლიან განათლებას, მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში, წარმოადგენენ საინტერესო პრეზენტაციებს და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში.

ამჯერად ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაციული პრეზენტაცია მიუძღვნეს საბჭოთა ოკუპაციის დღეს - 25 თებერვალს; აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს მცირე ისტორიული ექსკურსი მოუწყვეს, ისაუბრეს ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე როგორც კონკრეტული პერიოდის, ისე ეპოქალურ ჭრილში, დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების  ხსოვნას.

1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა - საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203