დუისის საჯარო სკოლის მოსწავლე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფინალისტია
26-02-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის, დუისის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და თავს არ ზოგავენ, რათა მშობლიური სკოლის კედლებში მიღებული ცოდნა, მოსწავლეებისთვის გახდეს წარმატების საფუძველი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

ამის დასტურია დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატებული მონაწილეობა FLEX-ის პროგრამაში.

აღსანიშნავია, რომ FLEX-ის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს უფროსკლასელ მოსწავლეებს, ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში. პროგრამას კი აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის, დუისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ლინდა მარგოშვილი, 2025-2026 აკადემიური წლისთვის FLEX პროგრამის ფინალისტი გახდა.

„მშობლიური სკოლა ულოცავს ლინდას მიღწეულ შედეგს, ამაყობს მისით და უსურვებს მომავალში წარმატებებს“, - აღნიშნულია დუისის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203