
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ, არაერთ აქტივობას სთავაზობენ და სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ.
17 თებერვალს, საბუეს საჯარო სკოლის მე-10 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა შემაჯამებელი ვიქტორინა - „ვინ უკეთ იცის ჰაგიოგრაფია“.
ვიქტორინის მიზანი იყო განვლილი მასალის შეჯამება და ცოდნის ერთმანეთისთვის გაზიარება.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა.
ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა თამარ დუშმანაშვილმა გაუწია.
იხილეთ ფოტოები: