
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
ახლახან, განჯალის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს სასწავლო პროექტი - „ჩაის ფესტივალი“, ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგების- ფოთოლა ლაბაძის და ნუციკო კირკიტაძის ხელმძღვანელობით.
როგორც სკოლასი გვეუბნებიან, „ჩაის ფესტივალი“ საინტერესო სასწავლო პროექტია, რომელიც მე-12 კლასის მოსწავლეებს დაეხმარა კულტურული მემკვიდრეობის, ბიზნესის, ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის უკეთ გაგებაში.
მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, ჩაატარეს კვლევა, მოამზადეს პრეზენტაციები და მოაწყვეს ჩაის დეგუსტაცია.
პროექტის მიზანია - ჩაის ისტორიის, მისი კულტურული და ეკონომიკური მნიშვნელობის გაცნობა, ჩაის პოპულარიზაცია, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.
იხილეთ ფოტოები: