ქინძათის საჯარო სკოლაში, საგანთა შორის ინტეგრაციის ფარგლებში, სასწავლო პროექტის პრეზენტაცია მოეწყო
26-02-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის, ქინძათის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად გაგაცნობთ მე-5 კლასის მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილ, სასწავლო პროექტის პრეზენტაციას - ბავშვებმა დაამზადეს ანბანის ბარათები - „შევაბიჯოთ მოსწავლეთა ხელოვნებით ინგლისური ანბანის სამყაროში“.

აღსანიშნავია, რომ აქტივობა ხელოვნებისა და უცხოური ენის საგნების ინტეგრირებით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, მეხუთეკლასელებმა საინტერესო ინფორმაცია გაუზიარეს I-II კლასის მოსწავლეებს. 

„ვიმსჯელეთ, თუ როგორ გვეხმარება ხელოვნების ენა, შევიმეცნოთ სამყარო სხვადასხვა მეთოდებით და რა სასიამოვნოა, როდესაც მოსწავლეებს საკუთარი ხელოვნებით წვლილი შეაქვთ სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობაში. 

მადლობა პედაგოგებს ნინო გაგოშიძეს, მერი ცქიფურიშვილს, მეგი ტაბატაძესა და ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს“, - ასე გამოეხმაურა ქინძათის საჯარო სკოლა მოსწავლე-მასწავლებლების მიერ წარმოდგენილ პროექტს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203