ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბიოლოგიის საინტერესო პრაქტიკული გაკვეთილი - მე-7 კლასელებმა ობის სოკოები შეისწავლეს
26-02-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოოლოგიას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. იმისთვის რომ მოსწავლეებმა გარესამყარო უკეთ შეიცნონ და საგნის მიმართ ინტერესო გაუჩნდეთ, პედაგოგი ლიანა დათაშვილი საინტერესო პრაქტიკულ დავალებებს სთავაზობს, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება. 

ახლახან, VII კლასის მოსწავლეებმა ობის სოკოების პრეპარატები მოამზადეს. მათ სხვადასხვა პროდუქტების გამოყენებით ობის სოკოები მიიღეს.

ბიოლოგიის გაკვეთილის პრაქტიკული ნაწილი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო, შემეცნებითი და ამავე დროს სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა ცოდნა აიმაღეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203