
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
ისტორიის მასწავლებლის - გიორგი ქუქჩიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ლექცია-სემინარი.
სასკოლო საზოგადოებამ საქართველოს გასაბჭოების შესახებ საინტერესო და ფაქტებით დახუნძლული ლექცია მოისმინა. შემდეგ მოსწავლეებმა მარო მაყაშვილისა და სხვა ქართველი გმირების შესახებ ლექსები და წერილები წაიკითხეს.
ლექციის ბოლოს მოსწავლეებმა, ხაზგასმით აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოს თვითმყოფადობის შენარჩუნება.
წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა.
იხილეთ ფოტოები: