
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებისთვის სკოლა სასიამოვნო და მრავალფეროვან მოგონებებთან იყოს დაკავშირებული, სწორედ ამიტომ სასწავლო სივრცე სკოლის შენობის კედლებსაც სცდება და სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების გარდა ყურადღებას მახვილდება გასვლით ღონისძიებებზე.
სკოლის მუსიკის პედაგოგის, შორენა მაღმაკელიძის ინიციატივითა და ორგანიზებით მოსწავლეები და პედაგოგები ეწვივნენ „მეიდან ბაზრის“ საოცარ მუზეუმს, საღამოს კი დაესწრნენ ოპერას - „კარმენი“.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმებსა და ოპერაში საგანმანათლებლო ვიზიტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ცნობიერებისა და თვითშეგნების ჩამოყალიბებაში. მუზეუმებთან ურთიერთობით მოსწავლეს უყალიბდება ღირებულებითი დამოკიდებულება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, სწავლობს საგნებისა და მოვლენების ახლებურ ხედვას, ეჩვევა კულტურულ ძეგლებთან ურთიერთობას, უვითარდება შემოქმედებითი ინტერესები.
სკოლის წარმომადგენლები მადლობას უხდიან მუსიკის პედაგოგს ასეთი შესანიშნავი და დაუვიწყარი აქტივობის ორგანიზებისთვის.