წაღვლის საჯარო სკოლის ექთანმა, ანა ბახტაძემ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა
26-02-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა ჯანმრთელობა, პირადი ჰიგიენის დაცვა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირადი უსაფრთხოების წესები.

ამჯერად საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა სკოლის ექთანმა, ანა ბახტაძემ რომელმაც, მოსწავლეებთან ვირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის მექანიზმისა და პრევენციის შესახებ ისაუბრა.

ვირუსის გადაცემის შესახებ განიმარტა, რომ ის ვრცელდება ლაპარაკის, ხველის ან ცემინების დროს ჰაერში გამოყოფილი წვეთების მეშვეობით. მან აღნიშნა, რომ ვირუსისგან დაცვის პრევენციისთვის აუცილებელია პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, ოთახის რეგულარული განიავება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ოჯახებში სიფრთხილის დაცვა.

შეხვედრა სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან გაამახვილა ყურადღება პირადი ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვაზე. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში, დასვეს კითხვები და მიიღეს სასარგებლო რჩევები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203