
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათ მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებლები წიგნის კითვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ვიდეორგოლი ჩაწერეს, წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ბევრი კითხვისკენ მოუწოდეს. „გიყვარდეს წიგნი - მეგობარი, რომელიც არასდროს გიღალატებს!“ - აღნიშნავენ მოსწავლეები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.
იხილეთ ვიდეო ბმულზე