ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლაში კვალიფიციურ პედაგოგთა ინიციატივით მოსწავლეებისთვის ხშირად ტარდება აქტივობები, რომელიც მათი მოტივაციის გაზრდას ისახავს მიზნად და უჩენს ინტერესს რომ უფრო მეტი გაიგონ სხვადასხვა საკითხების შესახებ.
ამჯერად დუმასტურის სკოლაში ქართული და რუსული ენის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
„ 7, 8 და 9 კლასის მოსწავლეებმა უყურეს ფილმს და მიეცათ დავალებები შემდგომი შეხვედრისთვის. რეკომენდაციას ვუწევთ აღნიშნულ ფილმს და ვურჩევთ მათ თანატოლებს აუცილებლად უყურონ“, - აღნიშნეს პედაგოგებმა.
იხილეთ ფილმი ბმულზე