ახმეტის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ეკა ჭაბუკაშვილმა პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში ჩაატარა კლასის საათი „მეგობრობა”
26-02-2025

ახმეტის N2 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას. აღნიშნულის ფარგლებში კი არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება პედაგოგების ინიციატივით.

ამჯერად სასკოლო პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში ჩატარდა კლასის საათი „მეგობრობა”  მე-2ა კლასის ხელმძღვანელი ეკა ჭაბუკაშვილი. 

ამ საინტერესო სასწავლო აქტივობას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზანი აქვს:

1. სოციალური და ემოციური უნარების განვითარება - მოსწავლეები სწავლობენ თანამშრომლობას, ერთმანეთის მხარდაჭერას და ნდობას.

2. მოტორული უნარების განვითარება - ბრმად ხატვა ეხმარება მოსწავლეებს:

- სივრცითი ორიენტაციის გაუმჯობესებაში

- ხელის მოტორიკის დახვეწაში 

- კოორდინაციის განვითარებაში

3. გართობა და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა - სახალისო აქტივობა ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და მოტივაციას.

4. თვითშეფასებისა და თვითრწმენის განვითარება - მოსწავლეები სწავლობენ, რომ შეცდომების დაშვება ნორმალურია და მნიშვნელოვანია თავად პროცესში მონაწილეობა.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...