დარჩელის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა სასწავლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი კონფერენცია თემაზე: „მათემატიკის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში“
26-02-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრის ორგანიზებით, ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი კონფერენცია თემაზე: „მათემატიკის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს VI-XI კლასის  მათემატიკით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა.

მოსწავლეთა წარმოდგენილ პრეზენტაციებში ნათლად იყო წარმოჩენილი ხელოვნების, მედიცინის, არქიტექტურის, მუსიკის და სხვა დარგების ურთიერთკავშირი მათემატიკასთან. საინტერესოდ იყო წარმოდგენილი მარტივი რიცხვების კავშირი დაშიფვრის სისტემასთან, ასევე საგადასახადო სისტემა საქართველოში-გადასახადების გამოთვლა პროცენტული მაჩვენებლებით,სიმეტრია ჩვენს ირგვლივ.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პითაგორას თეორემის დამტკიცების ერთ-ერთი ვერსია და  მისი უდიდესი მნიშვნელობა ცხოვრებაში.

VI-VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ეგვიპტურ რომაულ და არაბულ დამწერლობაზე, მათემატიკის წარმოშობის ისტორიაზე. Საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს პლაკატების სახით, წილადებზე და ათწილადებზე, ასევე წარმოადგინეს პრეზენტაცია ქართველ ბუმბერაზ მათემატიკოსებზე. 

კონფერენციაში მონაწილეობისთვის თითოეულ მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სიგელები.

ვფიქრობ, კონფერენციამ ხელი შეუწყო მათემატიკის პოპულარიზაციას და მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203