ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და მათ სახელზე არაერთი წარმატებაა.
ამჯერად, სკოლაში მე-12 კლასელი საბა ლობჯანიძის წარმატებით ამაყობენ,
მოსწავლემ გაიმარჯვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურსში - „ნუ წაართმევ ბავშვობას“, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა.
ახლახან კი, სკოლას შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესტუმრნენ და დააჯილდოვეს კონკურში გამარჯვებული საბა ლობჯანიძე.
მათ ასევე საინტერესო შეხვედრა შეხვედრა გამართეს უფროსკლასელებთან, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს შეხვედრაზე მყოფ ყველა მოსწავლეს და მზადყოფნა გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობისათვის.
„როგორი სასიხარულო და საამაყოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურსში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა, გამარჯვებული გახდა ჩვენი საბა ლობჯანიძის. საბა ლობჯანიძე საუკეთესო ხარ!“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: