
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო პროცესი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად გაჯერებულია სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ფრაზეოლოგიზმები შეისწავლეს.
ხატოვანი სიტყვა-თქმები კი ნახატებად აქციეს. მოსწავლეთა ნამუშევრები მეტად სახალისოა, ბავშვებმაც ბევრი იხალისეს, გადატანითი მნიშვენლობით ნახმარი არაერთი ფრაზა „გააცოცხლეს“ და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ფრაზებზე, რომლებსაც ყოველდღიურ მეტყველებაში ვიყენებთ.
შედეგად კი მოწაფეებმა ფრაზეოლოგიზმების მნიშვნელობა უკეთ გაიაზრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები: