ოზურგეთის N1 სკოლის მოსწავლეთა კომიქსებით გადმოცემული მიტოვებული სოფლებისა და სახლების სევდა 
26-02-2025

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და აქტივობებს მიმართავენ, ამიტომ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი მეტად შემეცნებითი და იმავდროულად, სახალისოა. 

ახლახან, მე-4 კლასის მოსწავლეებმა მოთხრობა - „მახარობელი“ შეისწავლეს, მისი მთავარი სათქმელი გაიაზრეს და საკითხს ჩაუღრმავდნენ. 

მიტოვებული სოფლებისა და სახლების სევდა და მათი ჩივილი კი კომიქსებითა და ნახატებით გადმოსცეს. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ირინა კოსტავა ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203