
„ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“ - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით შთაგონებულმა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მედიკო მირზაშვილის ხელმძღვანელობით, განახორციელეს საინტერესო პროექტი სახელწოდებით - „არა ბარბარიზმს!“
პროექტში მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
არა ბარბარიზმებს!- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და თანატოლებსა და სასკოლო საზოგადოებას შეახსენეს, რომ ქართული უმდიდრესი ენაა და არ სჭირდება სხვა ენებიდან „სესხება“. აუცილებელია მას გავუფრთხილდეთ და არ დავანაგვიანოთ ბარბარიზმებით.
იხილეთ ვიდეოები: