ოროჯალარის საჯარო სკოლის მე-3 კლასელმა, სლავიკ სანოსიანმა მათემატიკის საერთაშორისო ოლემპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა
26-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში მოსწავლის საერთაშორისო წარმატებით ამაყობენ. 

მე-3 კლასელმა სლავიკ სანოსიანმა მათემატიკის საერთაშორისო ოლემპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მე-3 კლასელი გამორჩევა ლოგიკური აზროვნებით, არის ნიჭიერი და აქტიური მოსწავლე, ბევრს მეცადინეობს და იღწვის წარმატებისკენ. 

სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ულოცავენ სლავიკ სანოსიანს წარმატებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვამაყობთ მისი წარმატებით, მან თავისი გამარჯვებით ჩვენი სკოლა საერთაშორისო ასპარეზზე ასახელა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203