დამალის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა
26-02-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

21 თებერვალს, სკოლაში მშობლიური ენის დღე აღნიშნეს. 

ლამაზი და საინტერესო ღონისძიება მშობლიური ენის კათედრის წევრების ორგანიზებით გაიმართა და შთამბეჭდავად წარიმართა. 

ღონისძიებაში მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც იაქტიურეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...