დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო აქტივობების სერია ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში 
26-02-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა, სადაც საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ამ გამორჩეულ თარიღს საზოგადოებრივი მეცნიერებებების კათედრამ სხვადასხვა აქტივობა მიუძღვნა. 

  • გაიმართა მინი ლექცია თემაზე - „ძლევაი საკვირველი“ /მაია ხუბუტია, მაკა პაპავა/;
  • მოეწყო მოსწავლეთა შიდასასკოლო კონფერენცია - „დავით მეფეთ-მეფე აღმაშენებელი“ /X-XI კლასის მოსწავლეები/;
  • ჩატარდა ვიქტორინა /VIII-_X-XI კლასი/;
  • სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება - „დავით მეფის სახე ქართულ ლიტერატურულ ნაწამოებებში“ /V-VI კლასი/.

მოსწავლეებმა ასევე დავით აღმაშენებლის საფლავის ეპიტაფია წაიკითხეს. 

„ვის  ნაჭარმაგევს  მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს,

თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს,

თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,

აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედა დამესხნეს"

               არსენ იყალთოელი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ზუსტად 900 წელი გავიდა საქართველოს უძლიერესი მეფის გარდაცვალებიდან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...