
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, IX კლსელებმა დადებითი პერსონაჟების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს, გაიცნეს და ესტუმრნენ თანამედროვე მხატვარს - თამარ შიუკაშვილს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მხატვარმა მოსწავლეებს გულთბოლად უმასპინძლა და ნათლად გადმოსცა საკუთარი პრიორიტეტები, რომ ხელოვანს ნიჭის, შეუპოვარი შრომის, საკუთარი ნამუშევრების ეფექტური პრეზენტაციის და სწორად შემუშავებული სტრატეგიის ხარჯზე შეუძლია შეინარჩუნოს შემოქმედებითი თავისუფლება და ამავდროულად საინტერესო გახადოს ის თანამედროვეთათვის.
შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი და შემეცნებითი აღმოჩნდა.
IX კლასი მადლობას უხდის ხელოვანს თბილი და საინტერესო მასპინძლობისთვის.
იხილეთ ვიდეოები: