ანის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ღვაწლი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა 
25-02-2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს მეფეთ-მეფის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე, წმინდანად შერაცხული მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, მისი რეფორმებსა და გატარებულ პოლიტიკაზე იმსჯელეს. 

მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. მათ დიდებული წინაპრის მეფობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს. 

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს მისი გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203