„ნაადრევი ქორწინება“ - საფრთხეები - პერევის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს
25-02-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის, პერევის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათი ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

შესაბამისად, ამ მიმართულებით პერევის სკოლა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობს და მათ შორის ერთ-ერთი შეეხო ისეთ პრობლემურ საკითხს, როგორიცაა ქორწინება ადრეულ ასაკში.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს პრეზენტაცია „ნაადრევი ქორწინება“, რომელიც მიმართული იყო თანატოლების ცნობიერების ამაღლებისკენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა აწარმოეს გამოკითხვა form-ში

მოახდინეს კითხვარის ანალიზი,

შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები.

თავად პროექტი კი ითვალისწინებდა ექიმის და ფსიქოლოგის ჩართულობას.

„დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ექიმს, ნანა კაპანაძე მუდმივად ერთგულად თანამშრომლობისათვის. ასევე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, ფსიქოლოგს, თეკლე კიპაროიძეს - მისი გადატვირთული გრაფიკულად გამომდინარე, მოახერხა და ჩაერთო ჩვენს პროექტში, საინტერესო აქცენტები დასვა საკითხთან დაკავშირებით და საუკეთესო რჩევები მისცა მოსწავლეებს. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ“, - ასე გამოეხმაურა პერევის საჯარო სკოლა მოსწავლეთა პროექტს, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან პრობლემას შეეხო და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...