ახალციხის მუნიციპალიტეტის, ჭვინთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით არაერთ შთამბეჭდავ პროექტს წარუდგენენ საზოგადოებას.
ამჯერად, ჭვინთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან, მანანა ჩინჩალაძესთან ერთად, წიგნის ჩუქების საერთაშორისო კვირეულს ღონისძიებით შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა წიგნის ჩუქების ტრადიციის შესახებ ისაუბრეს, გაიხსენეს საყვარელი მწერლები, წაიკითხეს ამონარიდები ლექსებიდან და დაასკვნეს, რომ „წიგნი ეს არის ლიტერატურის სამყაროში მოგზაურობის საუკეთესო საშუალება, ხოლო ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მომავალ თაობას შეიყვაროს კითხვა და გაიღრმაოს ცოდნა“.