დარჩელის N1 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელები ცხოვრების ჯანსაღი წესის სადარაჯოზე - ჩატარდა შემეცნებითი გაკვეთილი
25-02-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, დარჩელის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობენ სხვადასხვა შემეცნებით პროექტში და მათ შრის უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

ამ მიმართულებით, სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები, საინტერესო აქტივობებს წარმოადგენენ და ამ მხრივ მეექვსეკლასელებმაც წარმოადგინეს პროექტი, რომლის თემაც გახლდათ „ჯანმრთელობა“.

„მე-6 კლასში  ჩავატარეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულაციის  მიზნით საინტერესო აქტივობა.

თემა: ჯანმრთელობა

საკითხი: ჯანსაღი ცხოვრების წესის მხიარული გაკვეთილი.

მიზანი: საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით მოსწავლეები პირადი ჰიგიენის დაცვის წესებსა და მნიშვნელობას გაეცნონ, სპორტული უნარები გაიუმჯობესონ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის, საკვების აუცილებლობა გაიაზრონ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის უდავოდ სახალისო და რაც მთავარია შემეცნებითი აღმოჩნდა, შეძენილი უნარები კი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გამოადგებათ.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203