მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ და მათ სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ.
მათ შორის აღსანიშნავია, ღვაწლმოსილი მასწავლებლის - ციალა გულედანის შთამბეჭდავი გაკვეთილი თემაზე - „სამშობლო უფრო ღრმადაა!“. პედაგოგმა მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის ლიტერატურულ სამყაროში ამოგზაურა.
მე-7 კლასელებმა ნოდარ დუმბაძის გენიალური ნაწარმოები „ჰელადოსი“ შეისწავლეს, ჩაუღრმავდნენ მწერლის მთავარ სათქმელს, მოაწყვეს განხილვა და გაანალიზეს ესა თუ ის საკითხი.
„ერთი კარგი გაკვეთილი! მე-7 კლასის უნიჭიერესი მოსწავლეები და ჩვენი ღვაწლმოსილი მასწავლებელი ქალბატონი ციალა გულედანი“,- ასე აფასებენ გაკვეთილს სკოლაში და ახარებთ მასწავლებლის შემოქმედებითობა და მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტო: