„წინ წარმატებისკენ!“ - დაბა მესტიის N2 სკოლის მოსწავლეები სატელევიზიო ლიტერატურულ კონკურსს შეუერთდნენ
25-02-2025

მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლების ისე, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ამჟამად, მე-10 კლასის მოსწავლეები სატელევიზიო ლიტერატურულ კონკურსს - „წიგნების თაროს“ შეუერთდნენ. 

ლიტერატურის მოყვარულმა მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს გასაუბრება და მოხვდნენ კონკურსანტ 32 გუნდს შორის. კონკურსზე წარდგებიან მარი მჭედლიანი, სალო ხერგიანი და ქეთი გუჯეჯიანი.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ. 

„სიხარულით ვულოცავ სკოლას და  ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გასაუბრება და მოხვდნენ კონკურსანტ 32 გუნდს შორის. ეს დიდი მიღწევაა და ასევე ჩვენი სკოლისა და რაიონის  საამაყო სიახლე! გისურვებთ წარმატებას კონკურსში!  მარი მჭედლიანი, სალო ხერგიანი და ქეთი გუჯეჯიანი, წინ წარმატებისკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში და გოგონებს გულმხურვალედ გულშემატივრობენ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...