წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო კვირეულს მცხეთის მუნიციპალიტეტის, ვაზიანის საჯარო სკოლა მასშტაბური ღონისძიებით შეუერთდა.
მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს ამონარიდები წიგნებიდან, ისაუბრეს საყვარელი გმირების შესახებ, თანატოლებს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ სწორედ წიგნის კითხვას შეუძლია სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ.
აქვე შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ ვაზიანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, ბავშვები დიდი ინტერესით მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროექტებში და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მაქსიმალურად უწყობს ხელს, ჩამოყალიბდნენ ღირსეულ მოქალაქეებად.
იხილეთ ფოტოები: