ჯუმის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა მეფეთა მეფის ხსენების დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს
25-02-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჯუმის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტშიც მონაწილეობენ.

ამჯერად, ჯუმის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს მეფეთა მეფის - დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.

„8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა დავით აღმაშენებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობები, გაიხსენეს საინტერესო ფაქტები აღმაშენებლის ცხოვრება-მოღვაწეობიდან და დამსწრე საზოგადოება ამოგზაურეს დავითი ეპოქის ისტორიულ ლაბირინთებში.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203