„ანნა, ვამაყობთ შენი წარმატებით“ - წყალთბილის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ანნა დავთიანი სასწავლო ოლიმპიადის ფინალისტია 
25-02-2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

ამჯერად, სკოლაში XII კლასის მოსწავლის - ანნა დავთიანის მიღწევით ამაყობენ. 

მოსწავლემ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ბრწყინვალედ იასპარეზა და ქართული ენის კონკურსის მე-3 ტურში გადავიდა. 

სკოლაში მოსწავლეს და მის მასწავლებელს - მანანა ბირჩაძეს წარმატებას ულოცავენ.

„წყალთბილის საჯარო (სომხურენოვანი) სკოლის XII კლასის მოსწავლეს - ანნა დავთიანს და მისი ქართული ენის მასწავლებელს - მანანა ბირჩაძეს, ვულოცავთ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის (საგანი ქართული ენა) მესამე ტურში გადასვლას.

სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები ანნას ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

ანნა, ვამაყობთ შენი წარმატებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203