სხვილისის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლე სიმონ აბრამიანი კომპიუტერით დააჯილდოეს
25-02-2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის საჯარო სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეების წარმატებით. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის მეათე კლასის მოსწავლეს სიმონ აბრამიანი კომპიუტერით დააჯილდოვეს.

შეგახსენებთ, რომ  საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე) ჯილდოვდებიან კომპიუტერებით. აღნიშნულის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203