წინუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრი მოაწყვეს 
25-02-2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება სასწავლო- შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევია. 

პედაგოგთა თაოსნობით, მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში არიან ჩართულნი, ცოდნას იმდიდრებენ და უნარებს და ნიჭსა და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. 

მოსწავლეთა ახალი აქტივობა თეატრალურ ხელოვნებას მიეძღვნა. მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრი მოაწყვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობას ლაიტმოტივად გასდევდა არისტოტელეს სიტყვები - „ხელოვნების მიზანია წარმოაჩინოს არა ნივთების გარეგნობა, არამედ მათი შინაგანი მნიშვნელობა!“. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203