ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ესთეტიკური და მხატვრული ნიჭის განვითარება-წარმოჩენას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო, მოსწავლეებმა მრავალეროვანი ნამუშევრები წარმოადგინეს.
ნახატები მართლაც შთამბეჭდავი იყო და დამთვალიერებლის დიდი ინტერესი გამოიწვია.
მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. გამოფენის ორგანიზატორი პედაგიგი გიული ბარბაქაძე გახლავთ.
სკოლის დირექტორი თებრონე სულაძეს ახარებს მოსწავლეთა შემოქმედებითობა და პატარა მხატვრებს წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: