საბუეს საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაზე შთამბეჭდავი პროექტით წარდგა
25-02-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის, საბუეს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და ამის დასტურია სხვადასხვა კონფერენციაში მათი წარმატებული მონაწილეობა.

ახლახან, ყვარლის მუნიციპალიტეტის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ყვარელში გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია, რომლის მიზანიც გახლდათ საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე წარმატებით წარდგა საბუეს საჯარო სკოლის პედაგოგი ლილი ირემაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო მის მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტი - „ხილს რომ პირი ჰქონდეს თავის თავს თვითონ შეჭამდაო“. 

პედაგოგის პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მას მადლობის სიგელიც გადაეცა. „საბუეს საჯარო სკოლა მადლობას უხდის მას გაწეული შრომისათვის და უსურვებს წარმატებას პედაგოგიურ მოღვაწეობაში“, - ასე გამოეხმაურა ლილი ირემაშვილის წარმატებას სასკოლო საზოგადოება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203