ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უცხოურ ენაზე ავტობიოგრაფიის, სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს შედგენა ისწავლეს
25-02-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხოურ ენებს, სიღმისეულად, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ

ახლახან, მე-11 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი მაია ჩახტაური) შეისწავლეს ავტობიოგრაფიის, სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს (CV) შედგენა.

მე-11 კლასელებმა შექმნეს საბუთების ელექრტონული ვერსიები რუსულ ენაზე და გააკეთეს მათი პრეზენტაცია.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო იმ პრაქტიკული უნარების განვითარება, რომლებიც მათ სამომავლოდ დაეხმარებათ სამსახურის ძიებისას და ამასთანავე ხელს შეუწყობს მათი ენობრივი კვალიფიკაციის ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...