ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში სომეხი მწერლის  -პარიურ სევაკის 100 წლის იუბილეს ღონისძიება მიეძღვნა 
25-02-2025

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები.  

ახლახან, სკოლაში გამოჩენილი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - პარიურ სევაკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ სომხური ენის პედაგოგი გიულნარა ვართიკიანი. 

მოსწავლეებმა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს და დამსწრე აუდიტორიის წინაშე საინტერესო ღონისძიებით წარდგნენ. 

ღონისძიება მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203