წაჩხურას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს
25-02-2025

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. სახელმწიფო შენობებში, მათ შორის სკოლებში დაშვებულია დროშები. 

ამ ტრაგიკულ დღეთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურას საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია, დაამზადეს ბუკლეტები, სამკერდე ყაყაჩოები და გადასცეს მოსწავლეებს.

ბავშვებმა სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენეს 1921 წლის ტრაგიკული მოვლენები. აღნიშნეს, რომ 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. მოსწავლეებმა, აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოს თვითმყოფადობის შენარჩუნება. 

წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203