„ინფექციური დაავადების გავრცელების გზები და პრევენციული ღონისძიებები“ - ახალსოფლის N1 სკოლაში საინტერესო და აქტულური პროექტი ხორციელდება 
25-02-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

ამჟამად, ხორციელდება საინტერესო პროექტი, რომელიც ჯანმრთელობის საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება. 

როგორც სკოლაში აფასებენ, საინტერესო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტს სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი შორენა ნაბიაშვილის უძღვება და მისი თემაა - „ინფექციური დაავადების გავრცელების გზები და პრევენციული ღონისძიებები“. 

პროექტის პირველ ეტაპში ჩართულნი იყვნენ მეშვიდე კლასის მოსწავლეები. ჩატარდა აღნიშნულ საკითხზე ლექცია-საუბრები, მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო მასალები, შექმნეს პოსტერები, ბროშურები და, რაც მთავარია, მიიღეს საჭირო ცოდნა. პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება შ. ნაბიაშვილმა წარადგინა მუნიციპალურ კონფერენციაზე.

„რამდენადაც თანამედროვე ცხოვრებაში აღნიშნული საკითხი მეტად მნიშვნელოვანია, პროექტი კვლავაც გაგრძელდება და მასში სხვა მოსწავლეებიც ჩაერთვებიან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...