ქართული ანბანის სიყვარულით მოხატული ლექსები და შთამბეჭდავი შემოქმედებითი პროექტი საქართველოს საპატრიარქოს წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში
26-02-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლეილა თვალაბეიშვილმა შთამბეჭდავი შემოქმედებითი პროექტი შესთავაზა სახელწოდებით - „ანიდან ჰოემდე“... 

რატი ამაღლობელის - „სეკვენციის“ შესწავლის შემდეგ, პედაგოგმა მე-9 კლასელებს სთხოვა ანბანზე თავიანთი დამოკიდებულება ლექსის ან ჩანახატის სახით გადმოეცათ.

„ქართული ანბანის სიყვარულით მოსწავლეებმა შექმნეს უნიკალური ლექსები, სადაც ყოველი სტრიქონი ასოების რიგითობას მიჰყვება და ასოციაციურ სათქმელს გადმოსცემს. ეს არის მოგონებებისა და ცნობიერების ჰარმონია, ქართული სიტყვის ძალის კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიმუში!

ეს ყველაფერი კი მასწავლებლის შთაგონებისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია“,- აღნიშნავს პედაგოგი, დავალების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და დასძენს, რომ მსგავსი შემოქმედებითი დავალებები არა მხოლოდ ხელს უწყობს ენისა და კულტურის სიყვარულის გაღვივებას, არამედ ავითარებს კრიტიკულ და ასოციაციურ აზროვნებას, წარმოსახვას და თვითგამოხატვის უნარს.

დავალება მოსწავლეებისთვის წარმტაცი და მეტად საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203