კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატებული ასპარეზობა საჭადრაკო ოლიმპიადაზე
25-02-2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის, კლდის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას; ბავშვები, პროფესიონალი პედაგოგებისა და დირექციის მხარდაჭერით, მხოლოდ საგაკვეთილო ცოდნას კი არ იღებენ, არამედ სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობენ და საკუთარი წარმატებით სიამაყის საფუძველს უქმნიან, როგორც მასწავლებლებს, ისე ოჯახებს.

ახლახან კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს საჭადრაკო, სასკოლო ოლიმპიადაზე  - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის ფარგლებში ჩატარდა.

შეჯიბრებაზე კლდის საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინეს და წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელებიც გადაეცათ.

„მომავალშიც მრავალ საინტერესო აქტივობაში წარმატებულ მონაწილეობას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს“, - ასე გამოეხმაურა მშობლიური სკოლა პატარა მოჭადრაკეების ასპარეზობას ოლიმპიადაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203