ცურტავის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ სილვანა ალლაზოვთან ერთად, ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
25-02-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ცურტავის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავენ, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, აქტიურად იყვნენ ჩართულები ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში.

ამ მიზნით სკოლა უსაყვარლეს მოსწავლეებს სხვადასხვა, მათ შორის გასვლით აქტივობებს სთავაზობს, რომლებიც ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, მათ ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდას ემსახურება.

ახლახან ცურტავის საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი, სილვანა ალლაზოვი და მისი უფროსკლასელი მოსწავლეები ესტუმრნენ სოფლის კეთილმოწყობილ ცენტრალურ ბიბლიოთეკას.

სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მოსწავლეებს უმასპინძლა ბიბლიოთეკარმა, არაჩვეულებრივმა ქალბატონმა იზოლდამ, რომელმაც თბილად მიიღო სტუმრები, შესთავაზა როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული ლიტერატურა, ესაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა - ამ აქტივობით, ცურტავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს თანატოლებს, რომ წიგნის სიყვარულს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...