ლაილაშის საჯარო სკოლა ათეული წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე - მუდმივ წინსვლაზე ორიენტრიებული პედაგოგებისა და დირექციის მხარდაჭერით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას და იმავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ლაილაშის საჯარო სკოლა მოწოდების სიმაღლეზეა თვითშეფასების მიმართულებითაც. ამის დასტურია სრული ავტორიზაცია, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ 9 წლით მოიპვა.
„ისტორიული სოფლის ისტორიული სკოლა ამ სტატუსს ნამდვილად იმსახურებდა...
მადლობა ექსპერტებს ჩვენი შრომის დანახვისა და აღიარებისათვის, მადლობა სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს თანამშრომლობისათვის, მადლობა ყველას, ვინც აქტიურად იყავით ჩართულები ამ პროცესში, გვგულშემატკივრობთ და იზიარებთ ჩვენს წარმატებას!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება საავტორიზაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, დოკუმენტში ვკითხულობთ:
„სსიპ - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლას (ს/კ: 242576039) 9 წლის ვადით მიენიჭოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი;
სსიპ - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლას მიენიჭოს უფლებამოსილება განახორციელოს დანართით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამები;
სსიპ - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლას მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განესაზღვროს 90-ით“.