
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. კვალიფიციურ პედაგოგთა მონდომებითა და ჩართულობით კი მოსწავლეებისთვის სწავლა სახალისო და საინტერესოა.
ხელოვნების მასწავლებელმა ირინა კოსტავამ, მე-4ბ კლასში საინტერესო აქტივობა ჩაატარა. მან მოსწავლეებს შესთავაზა ახალი დანიშნულება და ფუნქცია მოეფიქრებინათ ძველი ნივთებისთვის. პროცესი ძალიან სახალისო და შემოქმედებითი აღმოჩნდა, და რაც მთავარია, მოსწავლეების დიდი აქტივობით წარიმართა
მსგავსი ტიპის აქტივობები მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სხვადასხვა უნარების განვითარებისთვის. მათ შორის შემოქმედებითი და კოგნიტიური უნარების განვითარებას.
იხილეთ ფიდეო