
კოჯორში, გმირთა მემორიალთან, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მოყვარულთა კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული იუნკრების ხსოვნას.
სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ - სამშობლოსათვის თავგანწირული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა.
საქართველოს ისტორიის პედაგოგებმა - იოსებ აფაქიძემ და თეა ხარაზიშვილმა ისაუბრეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და პირველი დემოკრატული რესპუბლიკის ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ.
მოსწავლეებმა გმირთა მემორიალთან წარადგინეს ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიცია - „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“.
როგორც სკოლა-გიმნაზიაში გვიყვებიან, ღონისძიებას შეუერთდა გზად მიმავალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ზაზა ჩხაიძე, რომელმაც წარმატებები უსურვა მოსწავლეებს, აღნიშნა თამარის სახელობის სკოლა-გიმნაზიის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ახალგაზრდებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
იხილეთ ფოტოები: